Belive

Eurosport | 12 წლის შემდეგ საბა ქუმარიტაშვილმა ტრაგიკულად დაღუპული ბიძის ოცნება აასრულა

2 წლის წინ სხვა
1 წთ

2010 წელს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგედია დატრიალდა - ქართველი მოციგავე, ნოდარ ქუმარიტაშვილი საწვრთნელი დაშვების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. 12 წლის შემდეგ, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილის შვილმა - საბა ქუმარიტაშვილმა ბიძის ოცნება აასრულა. საბა გახდა პირველი ქართველი მოციგავე, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.

"არ მეშინოდა. მინდოდა, რომ ოლიმპურ თამაშებში მონაწილეობა მიმეღო. ნოდარის შესახებ ვფიქრობ - მის შესახებ გამუდმებით ვფიქრობ. ჩვენს ოჯახში ყველა სპორტის ამ სახეობითაა დაკავებული. ნოდარის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, არ მსურდა, რომ საქართველოში სპორტის ეს სახეობა მომკვდარიყო - მინდოდა მისი დაწყებული გამეგრძელებინა". "ჩემს მშობლებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ვფიქრობ, მათ ჩემზე მეტად სურდათ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე გამოვსულიყავი. ნოდარი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მოციგავეობა გადავწყვიტე. ჩვენს შორის ასაკში 10-წლიანი სხვაობაა, მის შესახებ ბევრი არაფერი მახსოვს - მხოლოდ რამდენიმე განსაკუთრებული მომენტი მახსენდება".