Belive

ევრო 2020: ყველაფერი, რაც ინგლისის ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ 

2 წლის წინ სხვა
16 წთ
პროფილი ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა: 1863 წლის 26 ოქტომბერს ფიფას წევრი: 1905-დან 1920-მდე, 1946-დან დღემდე უეფას წევრი: 1954 წლიდან პრეზიდენტი: პიტერ მაკკორმაკი ფიფას რეიტინგი: 4 (2021 წლის 27 მაისიდან) უმაღლესი შედეგი რეიტინგში: 3 (2012 წლის აგვისტო) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 27 (1996 წლის თებერვალი) საშინაო არენა: უემბლი (ლონდონი, ინგლისი) მეტსახელი: სამი ლომი მთავარი მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი კაპიტანი: ჰარი კეინი ("ტოტენჰემი" 27 წლის) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: პიტერ შილტონი (125) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: უეინ რუნი (53) პირველი მატჩი: შოტლანდია – ინგლისი 0:0 (1872 წლის 30 ნოემბერი, პატრიკი, შოტლანდია) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ინგლისი – ირლანდია 13:0 (1888 წლის 18 თებერვალი, ბელფასტი, ირლანდია) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: უნგრეთი – ინგლისი 7:1 (1924 წლის 23 მაისი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

მიღწევები და ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონატი: მონაწილეობა – 15 (პირველად 1950 წელს) საუკეთესო შედეგი – ჩემპიონი (1966) ევროპის ჩემპიონატი: მონაწილეობა – 10 (პირველად 1968 წელს) საუკეთესო შედეგი – მესამე ადგილი (1968, 1996) უეფას ერთა ლიგა: მონაწილეობა - 1 (2019) საუკეთესო შედეგი - მესამე ადგილი (2019)
England men's national soccer team schedule for 2021

ისტორია

იმ ქვეყნის ნაკრები, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის სამშობლოდ მოიხსენიებენ, ერთ-ერთი უძველესი და ამავე დროს საწყისი პერიოდიდანვე უძლიერესთა შორის მყოფი გახლდათ, თუმცა ბედის ირონიით, უფრო კი სპორტის ამ სახეობის საერთაშორისო მმართველ ორგანოსთან კონფლიქტით, პირველ ეტაპზე დიდ სანაკრებო ფორუმებზე საკუთარი შესაძლებლობების სრულად დემონსტრაციას ვერ ახერხებდა. საქმე იმაშია, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, რომელიც პროფესიონალურ დონეზე 1863 წელს ჩამოყალიბდა, გარკვეულ მიზეზთა გამო ფიფასთან უთანხმოებაში აღმოჩნდა და მაშინ, როცა ისტორიაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებამდე 2 წელი რჩებოდა, ანუ 1928 წელს მხარეებს შორის დაძაბულობა იმ დონემდე გაიზარდა, რომ ბრიტანელებმა მთავარი საფეხბურთო ორგანო დატოვეს და პირველმა ორმა მუნდიალმა მათ გარეშე ჩაიარა. მოგვიანებით ყველაფერს თან მეორე მსოფლიო ომი დაემთხვა და შედეგად, 1950 წლამდე, ანუ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე მეტ-ნაკლები სიმშვიდისა და სტაბილურობის აღდგენამდე და მას მერე ჩატარებულ პირველ ტურნირამდე, ინგლისის ნაკრებმა მუნდიალის კარი ვერ შეაღო. ფიფასა და ინგლისის ფეხბურთის ასაოციაციას შორის თანამშრომლობა ხელმეორედ 1946 წელს დაიწყო. საწყის ოთხ ტურნირზე ბრიტანელებმა ვერ გაიბრიწყინეს და აქედან ორჯერ ჯგუფურ ეტაპს დასჯერდნენ, ორჯერ კი მეოთხედფინალამდე მიაღწიეს. აი 1966 წელს კი მათ პირველი და დღემდე ერთაdერთი ტიტულის მოგება მოახერხეს. ეს საშინაო კედლებში ჩატარებულ მუნდიალზე მოხდა, სადაც ჩრდილოევროპელები ჯგუფში ურუგვაის, მექსიკის და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იმყოფებოდნენ და პირველი ადგილი დაიკავეს. მათ უუგვაელებს უგოლო ფრე ეთამაშეს, მექსიკას და საფრანგეთს კი ორ-ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. პლეი-ოფში პირველი დაბრკოლება არგენტინის ნაკრები გახლდათ, რომელსაც - 1:0 აჯობეს, ფინალის წინ კი პორტუგალია გამოთიშეს ასპარეზობას (2:1). რაც შეეხება გადამწყვეტ შეხვედრას, იგი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გადაწყვეტილებით შევიდა. აზერბაიჯანელმა მსაჯმა, ტოპიკ ბახრამოვმა დასავლეთ გერმანიის ნაკრების კარში აბსურდული გოლი ჩათვალა, საბოლოო ჯამში კი ინგლისელებმა დამატებით დროში - 4:2 იმარჯვეს. 55 წლის წინ მოგებული მუნდიალით ინგლისის ნაკრები ისტორიაში იმ ათ ნაკრებს შორისაა, რომელმაც მსოფლიო თასის აღმართვა შეძლო. 1970-იანი წლებით ინგლისელები ვერ დაიკვეხნიან. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებზე ინგლისური კლუბები ტრიუმფს ერთი-მეორეს მიყოლებით აღწევდნენ, სანაკრებო ტურნირებზე ვერ იყოჩაღეს. ჯერ იყო და მოქმედი ჩემპიონები მხოლოდ მეოთხედფინალს დასჯერდნენ, მომდევნო ორი მუნდიალი კი საერთოდ გამოტოვეს. 1982 წელს ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატის გათამაშებას მეორე ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა, მექსიკაში გამართულ მუნდიალზე არგენტინასთან დიეგო მარადონას ლეგენდარული და ისტორიული გოლებით მეოთხედფინალში გავარდნენ, აი 1990 წელს კი მეოთხე ადგილის დაკავება შეძლეს. ნახევარფინალამდე ინგლისი ჯგუფურ ეტაპზე მეზობელ ირლანდიასთან (1:1) და ნიდერლანდებთან (0:0) ნათამაშები ფრით და ეგვიპტესთან მინიმალური სხვაობით (1:0) გამარჯვებით, მერვედფინალში ბელგიასთან დამატებით დროში (1:0) მოგებითა და საუკეთესო 8 გუნდიდან კამერუნის გამოთიშვით (3:2) მივიდა. იტალიაში გამართული ტურნირის ნახევარფინალი ტურინში შედგა და იქ ინგლისელებმა დასვლეთ გერმანიასთან პენალტების სერიაში დაასრულეს ასპარეზობა. ფრედ დასრულებული (1:1) სათამაშო დროის შემდეგ, გერმანელებმა საფეხბურთო ლატარიაში 4:3 იმარჯვეს და 34 წლის წინანდელი მწარე მარცხისთვის შური იძიეს. ფინალური შეხვედრა წინა გათამაშების გამეორება გახლდათ, თუმცა დასავლეთ გერმანიამ არგენტინაზე შური იძია და ისტორიაში მესამე მუნიალი მოიგო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ინგლისელები საერთოდ ვერ გაემგზავრნენ, შემდეგი 24 წლის განმავლობაში კი არცერთი ტურნირი გამოუტოვებიათ, მაგრამ საუკეთესო შედეგი მხოლოდ მეოთხედფინალური ეტაპი გახლდათ. აი 2018 წელს გარეთ საუთგეიტის გუნდს ტურნირის მოგების შესანიშნავი შანსი ჰქონდა. რუსეთში ინგლისის ნაკრებს ისეთი ჯგუფი შეხვდა, წესით და რიგით შემდეგ ეტაპზე მარტივად უნდა გასულიყო. ტუნისისა და პანამის ნაკრებებთან ინგლისელებმა დაგეგმილი 3-3 ქულა აიღეს, შესაბამისად - 2:1 და 6:1 ანგარიშით. დიდი სხვაობით გამარჯვების შემდეგ ინგლისმა ბელგიასთან მინიმალური სხვაობით - 0:1 წააგეს და მერვედფინალში მეორე ადგილიდან გავიდნენ. ეს ის ეტაპია, სადაც ინგლისლეებმა ისტორიული კომპლექსი დაძლიეს და პენალტების სერიიდან გამარჯვებულები გამოვიდნენ. მათი მეტოქე კოლუმბიის ნაკრები გახლდათ, რომელთანაც ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ - 1:1 დასრულდა, 11-მეტრიან დარტყმებში კი ევროპელებმა - 4:3 იმარჯვეს. შემდეგი ეტაპი ჰარი კეინმა და კამპანიამ გაცილებით მარტივად გადალახა და შვედეთს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ამ წარმატების შემდეგ, ინგლისელმა ქომაგებმა სიმღერაც კი დაიწყეს, როკმ ფეხბურთი სამშობლოში ბრუნდებოდა, თმცა ხორვატიის ნაკრების ოქროს თაობამ იგი გზაში შეაყოვნა. ნახევარფინალურ მატჩში, რომლის ძირითადი დუროც ფრედ დასრულდა (1:1) გამარჯვებულის ბედი მარიო მანჯუკიჩმა დამატებით დროში, გატანილი გოლით გადაწყვიტა და გუნდი ისტორიაში პირველად მუნდიალის ფინალში გაიყვანა. რაც შეეხება კონტინენტის პირველობას, აქ ჩატარებული 16 გათამაშებიდან ინგლისელებმა 10-ში მიიღეს მონაწილეობა და ბოლოს 1988 წლის შემდეგ დღემდე მხოლოდ ერთი, 2008 წლის ჩემპიონატი გამოტოვა, საწყის ორ ჩემპიონატზე კი მათ მოხვედრა ვერ შეძლეს. ინგლისელთათვის აქ საუკეთესო შედეგი ნახევარფინალური ეტაპი და ორჯერ დაკავებული მესამე ადგილია: 1968 წელს იტალიაში, როცა მათ ტურნირზე პირველად მიიღეს მონაწილეობა და 1996-ში საკუთარ კედლებში. გამორჩეულად დასამახსოვრებელი და ინგლისელთა ქომაგებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული 1996 წლის ტურნირი გახლდათ. აქ გუნდი საკუთარ კედლებში თამაშობდა და ერთ-ერთ ფავორიტადაც განიხილებოდა. მათ ეს სტატუსი ჯგუფში წაუგებლად გამოსვლით, შვეიცარიასთან ნათამაშები ფრით (1:1) და შოტლანდიასთან და ნიდერლანდებთან დიდი უპირატესობით, შესაბამისად, 2:0 და 4:1 გამარჯვებით განიმტკიცა. მეოთხედფინალში ინგლისს ესპანეთთან დაპირისპირება მოუხდა და ის შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა, პენალტების სერია კი ამჯერად ინგლისელთათვის წარმატებული გამოდგა, აი ნახევარფინალში კი კვლავინდებურად უიღბლო საფეხბურთო ლატარია და მეტოქედ კვლავინდებურად გერმანიის ნაკრები. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ აქ გადამწყვეტი პენალტი გარეთ საუთგეიტმა გააფუჭა, რომელიც ახლა გუნდს მთავარი მწვრთნელის რანგში ხელმძღვანელობს და ახალი, ნიჭიერი თაობისგან შედეგის მომტანი გუნდის ჩამოყალიბებას ცდილობს. მისი დამოძღვრილი „სამი ლომი“ ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია, თანაც იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯგუფური ეტაპის, შემდეგ წინსვლის შემთხვევაში კი ნახევარფინალის შეხვედრებს და ფინალს ინგლისის ნაკრები საშინაო კედლებში ჩაატარებს, საუთგეიტის გუნდის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

გზა ტურნირამდე

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კლასიკურ შესარჩევ ჯგუფში ინგლისის ნაკრებს მეტოქეებად ჩეხეთი, კოსოვო, ბულგარეთი და მონტენეგრო ჰყავდა და წესით და ფინალურ ეტაპზე გასვლა მარტივად მოახერხა. 5-გუნდიან A ჯგუფში გარეთ საუთგეიტის გუნდმა ყველა მეტოქეს სძლია, თუმცა ჩეხებთან ერთი შეხვედრა მაინც დათმო, პრაღაში - 1:2. ინგლისელებმა ჯგუფურ ეტაპზე 37 გოლი გაიტანა, იმდენივე, რამდენიც იტალიის ნაკრებმა, ამაზე მეტი კი მხოლოდ ბელგიის ნაკრებს ჰქონდა და საკუთარ კარში 6 მიიღო. ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა უეფას ერთა ლიგიდანაც შეეძლო, სადაც A ჯგუფის მეოთხე ჯგუფში ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებები ჩატოვეს და ნახევარფინალში გავიდნენ, იქ კი ნიდერლანდების ბარიერი ვეღარ დაძლიეს და - 1:3 დამარცხდნენ.

შემადგენლობა

ინგლისურ ფეხბურთის 21-ე საუკუნის მეორე დეკადის მიწურულს შესანიშნავი თაობა წამოუვიდა და მათ ეს შედეგებშიც ნათლად ასახეს. ბოლო ხუთწლეულის განმავლობაში მათ თითქმის ყველა ასაკობრივი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ტიტულით და დასკვნით ეტაპებზე წარმატებული გამოსვლით დაადასტურეს. ის ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც ბრიტანელთა ღირსება დაბალ ასაკში ბრწყინვალედ დაიცვეს, ამჟამად ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში ირიცხება და წარმატებითაც თამაშობენ. ინგლისის ეროვნული გუნდი ერთ-ერთი გამორჩეულია იმ ნაკრებთა შორის, რომელსაც თითოეულ პოზიციაზე არა ერთი, არამედ ორი ან სამი თითქმის თანაბარი დონის, ვარსკვლავური არჩევანი ჰყავს. გარეთ საუთგეიტს არჩევანის სრული თავისუფლება აქვს და ამ მხრივ ფუფუნებაში ცხოვრობს. ახლა მისი მთავარი ამოცანა, ოპტიმალური შემადგენლობისა და ფორმაციის შერჩევაღა იქნება. ინგლისის ნაკრების 26-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება: მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), დინ ჰენდერსონი (მანჩესტერ იუნაიტედი)  სემ ჯონსტონი (ვესტ ბრომვიჩი). მცველებიტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ბენ ჩილუელი (ჩელსი), კონორ კოდი (ვულვზი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), კირან ტრიპიერი (ატლეტიკო), ტაირონ მინგსი (ასტონ ვილა),  რის ჯეიმსი (ჩელსი), ნახევარმცველები: ჯეკ გრილიში (ასტონ ვილა),  ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), მეისონ მაუნტი (ჩელსი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ბუკაიო საკა (არსენალი),  დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), კალვინ ფილიპსი (ლიდსი), ჯუდ ბილინგემი (დორტმუნდი). თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), დომინიკ კალვერტ-ლიუინი (ევერტონი).
England 3-0 Wales: International Match Centre

მწვრთნელი

გარეთ საუთგეიტის შესახებ რამდენიმე სიტყვით ზემოთაც მოგახსენეთ, ახლა კი წინა მუნდიალის მეოთხეადგილოსანი გუნდის მთავარ მწვრთნელზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. 50 წლის სპეციალისტი, რომელთანაც ბრიტანელ ქომაგებს თავდაპირველად უარყოფითი, ახლა კი დადებითი მოგონებები აკავშირებს, სამწვრთნელო საქმიანობას 15 წელიწადია ეწევა, თუმცა მისი სახელი მხოლოდ და მხოლოდ ერთ კლუბს, „მიდლსბროს“ უკავშირდება, რომელსაც იგი 2006-09 წლებში ხელმძღვანელობდა და 151 შეხვედრა ჩაატარა. ამ პერიოდში გუნდმა 47 მატჩი მოიგო, 41 ფრედ დაასრულა და 63-ში დამარცხდა. მნიშვნელოვანია, რომ საუთგეიტმა გუნდი ჩემპიონშიფში ჩაიბარა და უმალვე პრემიერ ლიგაში დააწინაურა, კლუბში მუშაობის ბოლო დღემდე კი „მიდლსბრო“ ინგლისური ფეხბურთის ელიტაში ადგილს ინარჩუნებდა. „მიდლსბროს“ დატოვებიდან წელიწადნახევარში, ანუ 2011 წლიდან, საუთგეიტი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ დაასაქმა და მთავარი გუნდისკენ მიმავალ გზაზე მისი ნაბიჯებიც დაიწყო. მან ჯერ აკადემიას უხელმძღვანელა, შემდეგ ახალგაზრდულ ნაკრებს, ხოლო 2016 წლიდან ინგლისის ნაკრების ქომაგებს ჯერ სემ ელერდაისის დროებით შემცვლელად, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად მოევლინა და მეხუთე წელიწადია თანამდებობა არ შეუცვლია. ამ პერიოდში საუთგეიტის ხელმძღვანელობით 54 მატჩი ჩაატარა, 36 მატჩი მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 10-ში დამარცხდა. მის გუნდს ბოლო 6 შეხვედრა გამარჯვებით აქვს დასრულებული, უკანასკნელი 20-დან კი 16-ში არ დამარცხებული. ყველაზე ხშირად გამოყენებული ტაქტიკა: 4-3-3.
The Ambition Trophygate Gareth Southgate Harry Kane History in the Making A Player in History el Matador A Salute to the Generals – Chester Manero

ვარსკვლავი

თუ ინგლისელებს რამე არ უჭირთ, ეს სწორედ ვარსკვლავების როდენობაა, თუმცა ერთპიროვნულად გამოსარჩევია გუნდის კაპიტანი და თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი, ჰარი კეინი. „ტოტენჰემის“ თილისმამ, რომელსაც ეროვნულ გუნდში დებიუტი 2015 წლის მარტში ჰქონდა, უკვე 54 მატჩში 34 გოლი გაიტანა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობისკენ მიიწევს. ამ გზაზე 27 წლის ფეხბურთელს უეინ რუნის რეკორდის დამხობა სჭირდება, რომლამდეც 18 გოლი  და რისთვისაც შესაძლოა ევროპის ჩემპიონატი საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს. ჰარი კეინილესტერში“, „ნორვიჩში“, „მილუოლსა“ და „ლეიტონშიგანათხოვრების შემდეგ „ტოტენჰემში“ დამკვიდრდა და 2013 წლის შემდეგ ამ გუნდის ლიდერი, კაპიტანი, ბომბარდირი, თილისმა და შეუცვლიელი ფიგურა გახლავთ.  მარტალია მას „დეზებთან“ და ნაკრებთან ერთად ტიტული არ მოუგია, თუმცა ინდივიდუალური ჯილოდებით დაიკვეხნის: იგი სამჯერ პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ასევე 2018 წლის მუნდიალის (6 გოლი) რჩეული მეგოლე, 2017 და 2018 წლებში კი თავისი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ახლა, ჰარი კეინის კარიერაში გამორჩეული ეტაპი დგება. მიუხედავად იმისა, რომ მას 2024 წლამდე ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი აქვს, ინგლისურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ მისი „ტოტენჰემიდან“ წასვლა თითქმის გადაწყვეტილია და მის სახელს ორ მანჩესტერულ გრანდს, „სიტისა“ და „იუნაიტედს“ აქტიურად უკავშირებენ. ამრიგად, დიდი ტრანსფერის საკითხში მთავარი გადამწყვეტი როლი წესით და რიგით ევროპის ჩემპიონატს უნდა მიენიჭოს, სადაც კეინის გუნდი ერთ-ერთი ფავორიტია.
Harry Kane showing why he is a classy England captain

კალენდარი

13 ივნისი, ინგლისი - ხორვატია, უემბლი, ლონდონი, ინგლისი, 17:00 საათი 18 ივნისი, ინგლისი - შოტლანდია, უემბლი, ლონდონი, ინგლისი, 17:00 საათი 22 ივნისი, ჩეხეთი - ინგლისი, უემბლი, ლონდონი, ინგლისი, 17:00 საათი

ლონდონი - იტალიის დედაქალაქი

London - Wikipedia
No description available.
What to Miss in London | London Vacation Destinations, Ideas and Guides : TravelChannel.com | Travel Channel
Seven reasons why London will thrive regardless of Brexit - CityAM : CityAM

უემბლი - ლონდონი, ინგლისი

Wembley Stadium Tour - Sport Tour - visitlondon.com
About Wembley Stadium
No description available.
ENGLAND FOOTBALL FANS BACK TO OLD (HOMOPHOBIC) WAYS IN PORTUGAL | The Norwich Radical
England fans turned London's Hyde Park into the rowdiest beer shower

სხვა სტატიები