Belive

ევროპული თამაშები 2019 - ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

5 წლის წინ სხვა
1 წთ
მინსკში გასამართი ევროპული თამაშების გამო, 2019 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება. ძიუდოისტებისათვის ევროპული თამაშები სწორედ რომ ევროპის ჩემპიონატის ტოლფასია. ევროპული თამაშები მინსკში 21 ივნისს აიღებს სტარტს და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ძიუდოს მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესოა 22-25 ივნისი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მინსკში გასამართი ევროპული თამაშებისათვის ძიუდოისტთა შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ორი დებიუტანტია.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა:

60 კგ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი 66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (დებიუტანტი) 73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი 81 კგ: ლუკა მაისურაძე (დებიუტანტი) 90 კგ: ბექა ღვინიაშვილი 100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი 100+ კგ : გურამ თუშიშვილი

სხვა სტატიები