Belive

FA-მ და UEFA-მ პოზიცია დააფიქსირეს: რა ბედი ელის ევროპის ჩემპიონატს?

3 წლის წინ სხვა
2 წთ
ევრო 2021 მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში არ ჩატარდება. FA და UEFA გამორიცხავს ყველა თამაშის ინგლისში, შოტლანდიაში, უელსსა და ირლანდიაში ჩატარების შესაძლებლობას. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანელი ფეხბურთის გულშემატკივრები ამ კვირის დასაწყისში, ანუ მას შემდეგ აღაფრთოვანა, რაც მან თქვა, რომ ქვეყანა მზად იყო ამ ზაფხულს უფრო მეტი მატჩის მასპინძლობისთვის. მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ "უემბლი" ინგლისის ნაკრების ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრას უმასპინძლებს, მათ შორის შოტლანდიის წინააღმდეგ, ქომაგებს იმედი ჩაესახათ, რომ ბოლო 16 მატჩი, როგორც ნახევარფინალი და ფინალი კუნძულზე გაიმართებოდა. ბევრს ეგონა, რომ მთელი ტურნირი ინგლისში შეიძლებოდა ჩატარებულიყო, მატჩები ასევე გაიმართებოდა შოტლანდიასა და ირლანდიაში, პოტენციურად განიხილებოდა უელსიც. მაგრამ, ეს ასე არ იქნება და უეფა კვლავ მზად არის ამ ზაფხულში გასამართი ტურნირი, რომელიც შარშან გადაიდო, ევროპის 12 ქალაქში ჩაატაროს.
England last hosted a tournament in 1996. Image: PA Images
"უეფას სურვილია, რომ ევრო 2020-ის ევროპის 12 ქალაქში ჩატარება მოახერხოს, როგორც ეს წინა წელს ჩანიშნული ტურნირისთვის იყო შეთანხმებულ. სხვა გეგმები არ არსებობს", - განუცხადა Times-ს ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენელმა. იგივე აზრზეა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაა, რომლის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმაც რადიო-ეთერში გააჟღერა, რომ ყველა მატჩის მათ ქვეყანაში გამართვა ლოგიკურად ძალიან რთული იქნებოდა: "მიუხედავად იმისა, რომ ინგლისს უდავოდ აქვს საკმარისი სტადიონები ყველა მატჩის მასპინძლობისთვის, პრობლემა შეიქმნება ყველა გუნდის, ოფიციალური პირისა და მედიის სავარჯიშო დაწესებულებებისა და მათთვის დასაბინავებელი ლოკაციების მოძიებაში. ეს ყველაფერი ძალიან კარგი იქნებოდა ჩვეულებრივ დროს, მაგრამ პანდემიის პირობებში განსხვავებული რეალობა გვაქვს". ამჟამინდელი მონაცემებით, მასპინძელი ქალაქები უნდა იყვნენ: ლონდონი, გლაზგო, დუბლინი, ბილბაო, ამსტერდამი, კოპენჰაგენი, მიუნხენი, რომი, სანქტ-პეტერბურგი, ბუქარესტი, ბუდაპეშტი და ბაქო, ნახევარფინალსა და ფინალს კი “უემბლი” მიიღებს. ტურნირი 11 ივნისს, რომში, “სტადიო ოლიმპიკოზე“, იტალიისა და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირებით უნდა გაიხსნას.
The scenes in 2018 were great. Image: PA Images
Trippier's free kick in 2018 sent the whole country into euphoria. Image: PA Images

სხვა სტატიები