Belive

FIA-მ მერსედესის პროტესტი არ დააკმაყოფილა - ფერსტაპენი ჩემპიონია

2 წლის წინ სხვა
2 წთ

აბუ დაბის გრან პრის დასრულების შემდეგ, FIA-მ მერსედესის გუნდის არცერთი პროტესტი არ დააკმაყოფილა. ერთ-ერთი პროტესტი შეეხებოდა სპორტული რეგულაციების 48.8 პუნქტის დარღვევას, რაც გულისხმობს, რომ მაქს ფერსტაპენმა ლუის ჰემილტონს უსაფრთხოების მანქანის ტრასიდან გასვლის შემდეგ, სტარტამდე გაასწრო. რაც შეეხება მეორე საჩივარს, მერსედესი უკმაყოფილოა რბოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რადგან თავდაპირველად ლიდერთან ერთი წრით ჩამორჩენილ არცერთ პილოტს უსაფრთხოების მანქანის გასწრების უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც ბრიტანელმა საბურავები არ გამოცვალა, ფერსტაპენმა კი რბოლა ახალი საბურავებით გააგრძელა. მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და მძღოლებს შეატყობინეს, რომ უსაფრთხოების მანქანის გადასწრების უფლება ჰქონდათ. ამდროისთვის მხოლოდ ერთი წრე იყო დარჩენილი, რაც საკმარისი აღმოჩნდა ახალი საბურავების უპირატესობის მქონე ფერსტაპენისთვის, რომ ჰამილტონისთვის გაესწრო. ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის გამარჯვებული ,,რედ ბულის” პილოტი, მაქს ფერსტაპენი გახდა, რომელმაც აბუ დაბიში გამართულ გრან პრიზე უშუალო კონკურენტს, ლუის ჰემილტონს, აჯობა და ტიტული კარიერაში პირველად მოიგო. ნიდერლანდელმა მრბოლელმა გადამწყვეტი უპირატესობა უკანასკნელ წრეზე მოიპოვა, როცა ჰემილტონს შიდა მხრიდან გადაუსწრო და კონტრშეტევის შანსი არ დაუტოვა.


სხვა სტატიები