Belive

FIA Rally Star Georgia - მესამე შესარჩევი ეტაპი

3 წლის წინ სხვა
2 წთ
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის 4 წლიან მასშტაბური პროექტი სახელწოდებით FIA Rally Star, საქართველოში კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. 6 მარტს ქუთაისში საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით FIA Rally Star Georgia-ს მესამე შესარჩევი ეტაპი გაიმართა. ეროვნულ დასკვნით შესარჩევში  „აია არენა“- ს ავტოსადგომზე  მთელი დღის განმავლობაში  მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 18-დან -27 წლამდე ავტოსპორტის მოყვარულმა 60- მდე ახალგაზრდამ მიიღო. შესარჩევის ფორმატის ფარგლებში მონაწილეებმა მოცემული ტრასა ჩქაროსნული სლალომით 2-ჯერ გაიარეს. ხოლო საუკეთესო 35 მონაწილე კი შესარჩევის მეორე ეტაპზე გადავიდა, სადაც მათ შედარებით რთული მონაკვეთის გავლა მოუწიათ. საბოლოოდ საუკეთესო შედეგი ბიჭებში ოთარ ესართიამ  და  გოგონებში  მეგი კორაშვილმა დააფიქსირა. ხოლო ფინალურ ეტაპზე კი საერთო ჯამში 21 მონაწილე გადავიდა.   საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 1 თვის განმავლობაში 3 შესარჩევი ეტაპი გაიმართა. თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა საუკეთსო 20 ბიჭი და 3 გოგონა.  14 მარტს კი საქართველოს ფინალურ ეტაპზე თბილისში გამოვლინდებიან გამარჯვებულები ევროპის კონტინენტურ ფინალზე გასამგზავრებლად. პროექტის მიზანი მსოფლიოს გარშემო პოტენციური, ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტოსპორტის მოყვარული ადამიანების   აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური საავტომობილო დისციპლინის "რალი"- ს სუპერვარსკვლავებად ჩამოყალიბება არის. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია , საქართველოს საპატრულო პოლიცია და  განათლების, მეცნიერების ,კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქუთაისის მუნიციპალური მერია.