Belive

განახლებული კონტრაქტის თანახმად ლუის ჰემილტონი კოლოსალურ ანაზღაურებას მიიღებს

5 წლის წინ სხვა
1 წთ

Mercedes-ის საჯინიბომ მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელს კოლოსალური ანზღაურება დაუნიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ლუის ჰემილტონმა განახლებულ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც წელიწადში 40 მილიონ ფუნტს მიიღებს. განახლებული კონტრაქტის თანახმად, 30 მილიონი ფუნტი ჰემილტონს ხელფასის სახით დაერიცხება - 10 მილიონს კი ბრიტანელი მრბოლელი ბონუსის სახით მიიღებს. შეგახსენებთ, ფორმულა 1-ის მიმდინარე გათამაშებას სწორედ ჰემილტონი უდგას სათავეში. ჩემპიონის ტიტულის ნაადრევად გასაფორმებლად, 33 წლის მრბოლელმა მომდევნო გრან-პრი მინიმუმ მეშვიდე პოზიციაზე უნდა დაასრულოს.

სხვა სტატიები