Belive

"განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება" - აიეტ კუკავა ტორპედოში სპონსორის შესვლას შეცდომაში შეყვანის მცდელობას უწოდებს 

2 წლის წინ სხვა
2 წთ
როგორც უკვე გაცნობეთ, ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალური განცხადებით, კლუბს ახალი სპონსორი გამოუჩნდა, კომპანია "ნიუ ვიჟენი", რომელიც იმერელთა ყველა ფინანსურ დავალიანებას გაისტუმრებდა და გუნდს განვითარებაში დაეხმარებოდა. https://www.live.ge/erovnuli-liga/torpedos-gantskhadeba-quthaisur-klubs-akhali-sponsori-gamouchnda/ თუმცა, ქუთაისურ კლუბში ინვესტიციის განხორციელებით კიდევ ერთი კომპანია, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ინტერესდებოდა, რომლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორიც აღნიშნულ ფაქტს შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა:
"დღეს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც საფეხბურთო კლუბმა "ტორპედომ" სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ კომპანიასთან. განცხადებაში ნათქვამია, რომ "ხელშეკრულების თანახმად, კომპანია სპონსორობას გაუწევს "ტორპედოს" და ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარებულია". "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" სახელით ვაცხადებთ, რომ ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, თუ ვინ ცდილობს გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია და კონკრეტული კომპანიის სასარგებლოდ შექმნას მცდარი საინფორმაციო ფონი. ფინანსური პრობლემები ქუთაისის "ტორპედოში" მოგვარებული არ არის. ამჟამად სხვადასხვა დავალიანებებთან ერთად "ტორპედოს" გააჩნია იტალიელი ინვესტორების ვალი 2 მილიონი ლარის ფარგლებში და სახელფასო დავალიანება 700 ათასი ლარის ფარგლებში, რაც ჯამში შეადგენს დაახლოებით 3 მილიონ ლარს. დავალიანების, რომლის გასტუმრების გარეშეც კლუბი აღმოჩნდება გადაულახავი პრობლემების წინაშე. აღარას ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ წლის ბოლომდე გუნდის ნორმალური ფუნქციონირებისთვის 3 მილიონიანი ვალის დაფარვის გარდა კიდევ 2 მილიონი ლარის ინვესტირებაა საჭირო. "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" მონაწილეობას მიიღებს აუქციონში, რომელიც უახლოეს მომავალში ქუთაისის "ტორპედოს" გასხვისების მიზნით ჩატარდება. შესაბამისად დღეიდან 2.5 წელიწადში 6 მილიონი დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ და გუნდის განვითარების პროპორციულად ინვესტიციები შესაბამისად გაიზრდება".
ასევე იხილეთ: “20 მილიონი და მყარი ფინანსური გარანტიები” – რას სთავაზობს ქუთაისის ტორპედოს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი?

სხვა სტატიები