Belive

რონალდუს საუთგეიტიც არ ეთანხმება | "ფეხბურთს სპონსორები ჰყავს..."

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გარეთ საუთგეიტმა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კრიშტიანუ რონალდუს ჟესტზეც ისაუბრა, რომელიც კოკა-კოლას შეეხებოდა. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ პრესკონფერენციაზე კოკა-კოლის ბოთლები გადადო და მხოლოდ წყლის ბოთლი დაიტოვა, რითიც ხალხს მიმართა, რომ დალიონ წყალი და არა კოკა-კოლა. კოკა-კოლა კი Euro 2020-ის ოფიციალური პარტნიორია.

ამ ფაქტს ინგლისის ნაკრების თავკაციც გამოეხმაურა და მან თქვა, რომ იგი არ ეთანხმება კრიშტიანუ რონალდუს ამ ფაქტს.
ფეხბურთს მხარდამჭერები ჰყავს, მაგალითისთვის ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი უდიდესი სპონსორი კოკა-კოლა არის, რომელიც ფეხბურთის განვითარებას ფინანსურად ეხმარება. ამიტომ, არ მიმაჩნია სწორ საქციელად, რომ პატივი არ ვცეთ ოფიციალურ სპონსორებს. მაგალითისთვის ჩვენს ქვეყანაში (ინგლისი) სპორტი დიდ ჩართულობას საჭიროებს, რისთვისაც დიდი ინვესტიციებია საჭირო, ეს კი დიდი კომპანიების ჩართულობის გარეშე გამორიცხულია".

გარეთ საუთგეიტი კოკა-კოლის რეკლამაში თავადაც მონაწილეობდა 

სხვა სტატიები