Belive

გაუქმებული ტურნირები F1-ში: სეზონი შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ფრანგული მედია საშუალებების მტკიცებით, უახლოეს მომავალში ფორმულა 1-ს ხელმძღვანელობა მონაკოს გრან-პრის გაუქმებას დაადასტურებს. წინა კვირას F1-ში განაცხადეს, რომ ეწინააღმდეგებიან მასობრივ თავყრილობებს. 13 მარტს, მონაკოში, კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც ავტომატურად მოჰყვა თითქმის ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის დაკეტვა. ცოტა ხნით ადრე, ავსტრალიის გრან-პრის გაუქმება დადასტურდა, ხოლო ჩინეთის, ბაჰრეინის და ვიეტნამის ტურნირები გაურკვეველი ვადით გადადო. ბოლო მონაცემებით, ამჟამად სეზონის პირველ ეტაპად ჰოლანდიის გრან-პრი მიიჩნევა, თუმცა არაა გამორიცხული ამ ტურნირმაც წინამორბედების ბედი გაიზიაროს. შესაძლოა, სეზონი ივნისში, აზერბაიჯანის გრან-პრით გაიხსნას, რომელიც ივნისში გაიმართება.

სხვა სტატიები