Belive

გავიხსენოთ - რონდა როუზის გასაოცარი გდება და ნოკაუტი

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ზუსტად 8 წლის წინ, UFC 175-ის ივენთზე, რონდა როუზისა და ალექსის დევისის დაპირისპირება შედგა. როუზის მეტოქის დასაგდებად ზუსტად 16 წამი დასჭირდა. გავიხსენოთ, გასაოცარი ბრძოლა, რომელშიც როუზიმ მოწინაღმდეგე უშანსოდ დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის უკანასკნელი (მე-10) გამარჯვება, რომელიც როუზიმ ოქტაგონზე მოიპოვა. მას შემდეგ გამართული 2 ბრძოლიდან, სახელოვანი მებრძოლი ორივეში დამარცხდა. UFC 193-ზე, როუზი ჰოლი ჰოლმმა დაანოკაუტა, ხოლო UFC 207-ის მთავარ ბრძოლაში, რონდა როუზი ამანდა ნუნეშთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. საბოლოოდ, როუზი UFC-ის 10 გამარჯვებითა და 2 მარცხით დაემშვიდობა.