Belive

გეიბლ სტივსონი | გულგატეხილი გენო პეტრიაშვილი კედლებს მუშტებს ურტყავდა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობის 125 კგ წონითი კატეგორიის ფინალის დრამატულ ბრძოლაში, გეიბლ სტივსონმა გენო პეტრიაშვილი დაამარცხა და ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა. აშშ-ის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა - გეიბლ სტივსონმა, ოლიმპიური თამაშების ფინალის ემოციები გაიხსენა და გადაცემა Pardon My Take-სთან საუბარში საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"პეტრიაშვილი უზომოდ გულგატეხილი იყო. ის გასახდელში ყველაფერს ისროდა - კედლებს მუშტებს ურტყამდა და ყვიროდა. ჭიდაობაში ეს გასაკვირი არაა. პეტრიაშვილი მთელი ცხოვრების მანძილზე შრომობდა და ოლიმპიური ოქროს მოსაპოვებლად ემზადებოდა. წარმატებისთვის მეც თავდაუზოგავად ვშრომობდი. წაგება არ მინდოდა", – აღნიშნა გეიბლ სტივსონმა.

სხვა სტატიები