Belive

გელა ზაალიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ბაჰამის დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის შესანიშნავად ასპარეზობს მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი. პირველ ეტაპზე მან 14 წამში დაამარცხა იაპონელი მეტოქე, შემდეგ კი 49 წამში ჩილელი ფრანსისკო სოლისი დაამარცხა. ნახევარფინალში გელა რუს ჯამალ გამზატხანოვს დაუპირისპირდა და ულამაზესი იპონით ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ავსტრიელ სტეფან ჰეგისა და გერმანელ ერიკ აბრამოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში გავიდა ონისე სანებლიძე სადაც ჰოლანდიელ სიმეონ კატარინას დაუპირისპირდება

სხვა სტატიები