Belive

გიგა ჭიკაძე: ,,მივმართავ მებრძოლებს Top 15-დან - ჩემი სახელი თუ არ იცოდით, დაიმახსოვრეთ!''

2 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ, ქაბ სვენსონთან მოგებულ ბრძოლაზე ისაუბრა:
,,მეტოქეს პატივს ვცემ, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა. მივმართავ მებრძოლებს Top 15-დან - ჩემი სახელი თუ არ იცოდით, დაიმახსოვრეთ! ვიცოდი, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო, მაგრამ მსაჯმა ბრძოლა არ შეაჩერა და გაგრძელება მომიწია. დღეს აღდგომაა, დიდი რელიგური დღესასწაული. მე და მერაბს იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა გავახარეთ. წაგების უფლება არ მქონდა,'' - განაცხადა ჭიკაძემ.
გიგა ჭიკაძემ ქაბ სვენსონთან გამართული ბრძოლა 63 წამში ნოკაუტით მოიგო. ქართველმა UFC-ში მე-6 ბრძოლა ჩაატარა და ზედიზედ მეექვსედ იმარჯვა.

სხვა სტატიები