Belive

გიგა ჭიკაძემ შესაძლოა 1 მარტს მაინც იჩხუბოს - ახალ მეტოქესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

4 წლის წინ სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ UFC-ს ქართველ მებრძოლს გიგა ჭიკაძეს თავისი ბრძოლა მაიკ დევისთან 1 მარტს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ამ უკანასკნელის უარის გამო ბრძოლა აღარ შედგება. დევისმა მიზეზად ის დაასახელა რომ მან ვარჯიში მხოლოდ 13 იანვარს დაიწყო. ამ ფაქტს სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სხვადასხვა მებრძოლები თუ გულშემატკივრები გიგას მხარს უჭერენ და ამხნევებენ. პარალელურად 70 კგ-ში საკუთარი ბრძოლა უნდა ჩაეტარებინა ლუის პენიას ალექს მუნიოსის წინააღმდეგ, მაგრამ ამ უკანასკნელის დებიუტი UFC-ში ტრავმის გამო არ შედგება, შესაბამისად ლუის პენიას მენეჯერები ახალ ოპონენტს ეძებენ. როგორც Live.ge-სთვის გახდა ცნობილი, გიგა ჭიკაძის მენეჯერები UFC-ს და პენიას მენეჯერებს დაუკავშირდნენ და ცდილობენ რომ გიგას მომდევნო მეტოქე სწორედ 26 წლის იტალიელი იყოს, თუ ეს ბრძოლა დაიგეგმა მაშინ ის 70 კგ-ში შედგება და გიგას (66 კგ. წონითი კატეგორია) წონის მომატება მოუწევს. Live.ge უახლეს ინფორმაციას სულ მალე შეგატყობინებთ.

სხვა სტატიები