Belive

გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქის ვინაობა და ბრძოლის თარიღი ცნობილია

3 წლის წინ სხვა
1 წთ
რამდენიმე დღის წინ, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა Live.ge-სთან საუბარში დაადასტურა, რომ მომდევნო ბრძოლისათვის კანდიდატების განხილვის პროცესში იყო. გიგა ჭიკაძის მტკიცებით, მას ასევე შესთავაზეს ბრძოლა 70კგ წონით კატეგორიაში - რაც მის წონასთან შედარებით 5კგ-ით მეტია. გავრცელებული ინფორმაციით, გიგა ჭიკაძე მაიკ დევისს დაუპირისპირდება. ჭიკაძისა და დევისის ბრძოლა 16 მაისს შედგება. აღსანიშნავია, რომ ქართველ მებრძოლს საკმაოდ გამოცდილი მეტოქე შეხვდა, რომელსაც UFC-ის ეგიდით 6 ბრძოლა აქვს გამართული. დევისმა ოქტაგონზე 5 გამარჯვება მოიპოვა და ერთხელ დამარცხდა.

სხვა სტატიები