Belive

გიორგი მაგრაქველიძე წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენია

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ოლიმპიური კომიტეტის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალის შედეგად, სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საყურადღებოა, რომ "წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის" წოდება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და წყალბურთის "დინამო თბილისის" ახალგაზრდა მოთამაშეს, გიორგი მაგრაქველიძეს, მიენიჭა. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე Live.ge გიორგი მაგრაქველიძეს დაუკავშირდა. გთავაზობთ "წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის" კომენტარს:

"ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ამდენ ახალგაზრდა სპორტსმენს შორის საუკეთესოდ გამოგარჩევენ. ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მოტივაციის მომცემია იმისთვის, რომ გავაგრძელო თავდაუზოგავი შრომა და ჩემს გუნდთან და ნაკრებთან ერთად არაერთ დიდ წარმატებას მივაღწიო", - განაცხადა ქართველმა წყალბურთელმა. გიორგი მაგრაქველიძემ გასულ სეზონში არაერთი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა, სადაც  თითოეულ კომპონენტში დომინირებდა. ამჟამად "დინამო თბილისთან" ერთად, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.

სხვა სტატიები