Belive

გიორგი ცხოვრებაძე კარიერას შვეიცარიულ ვინტერტურში გააგრძელებს

2 წლის წინ სხვა
2 წთ
ოფიციალური ინფორმაციით, "მონპელიეს" ხელბურთის გუნდის ქართველი წევრი, გიორგი ცხოვრებაძე, კარიერას შვეიცარიულ "პფადი ვინტერტურში" გააგრძელებს. შვეიცარიის ჩემპიონმა ქართველი მოთამაშე იჯარის წესით, 1 წლით დაიმატა. კონტრაქტში გათვალისწინებული პირობების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი "მონპელიეში" ცხოვრებაძის პოზიციაზე მოთამაშე რომელიმე ხელბურთელი დაიმტვრევა, ქართველ ფეხბურთელს საფრანგეთში ვადაზე ადრე დაბრუნების შესაძლებლობა ექნება. ახალი სეზონისთვის სამზადისში მყოფი ქართველი ხელბურთელი Live.ge-ის ექსკლუზიურად ესაუბრა.
სეზონის ბოლოს მწვრთნელს ვუთხარი, რომ განვითარებისთვის მეტი სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა. ჩემით რამდენიმე კარგი ევროპული გუნდი ინტერესდებოდა, თუმცა პირობების და შეთავაზების გათვალისწინებით, ჩემს მწვრთნელთან ერთად, "პფადი ვინტერტური" ავირჩიე. შვეიცარიაში მთელი სეზონის განმავლობაში ვითამაშებ და ეს შესაძლებლობას მომცემს, უფრო მეტად განვვითარდე და დავიხვეწო. "პფადი ვინტერტურში" დროებით მივდივარ - "მონპელიემ" დამარწმუნა, რომ გუნდი ჩემში სამომავლო პერსპექტივას ხედავს. ჩემმა მწვრთნელმა მითხრა, რომ იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, საფრანგეთში ახალ კონტრაქტს გავაფორმებ. "პფადი ვინტერტური" შვეიცარიის მოქმედი ჩემპიონია და წელს ევროპის ლიგაზე ითამაშებს. ჩემი აზრით, ამ პერიოდში მომეცემა იმისი შანსი რომ დავანახო ევროპასა და მსოფლიოს, თუ რისი გაკეთება შემიძლია რეალურად. ჩემი პრობლემა ის იყო, რომ მწვრთნელი პოზიციებს ხშირად მიცვლიდა, ჩემთვის კი ყველაზე კომფორტული მარჯვენა გარემარბის პოზიციაა და შვეიცარიაში მინდა სწორედ ის უნარები განვავითარო, რაც ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს სჭირდება", - აღნიშნა ცხოვრებაძემ.

ასევე იხილეთ: გიორგი ცხოვრებაძის 20 გოლი ერთ მატჩში

 

სხვა სტატიები