Belive

გუგასთან | Live.ge ინტერვიუების ახალ სერიას იწყებს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

სპორტზე საათობით საუბარი მოსაწყენი არასდროსაა - აქტიური ქომაგები ამაში აუცილებლად დაგვეთანხმებიან. ამ იდეაზე დაყრდნობით, Live.ge-იმ ინტერვიუების ახალი სერია დაიწყო, რომლის ავტორი და წამყვანი გუგა როგავა იქნება.

სტუმართან ერთად, წამყვანი სპორტზე და მასთან ახლოს მყოფ საკითხებზე ისაუბრებს. თქვენ მოისმენთ ორ მხარეს შორის განხილვებს, მათ შეხედულებებს, სპორტულ კამათს, მივიწყებულ ისტორიებსა და მაქსიმალურად ღია, გახსნილ კომუნიკაციას.

სტუმრები არ არიან სპორტსმენები ან მწვრთნელები - ისინი წარმოადგენენ ფართო საზოგადოებისთვის, ან რიგ შემთხვევებში, ვიწრო წრეებში ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც, უბრალოდ, უყვართ სპორტი და ბევრი საინტერესო ისტორიის გაჟღერება შეუძლიათ.

ერთი სიტყვით, გადაცემა შემეცნებით და გასართობ ხასიათს ერთდროულად ატარებს. გაიგებთ ისეთს, რაც დღემდე არ იცოდით; მოუსმენთ საუბარს, რომლის მსგავსიც, სავარაუდოდ, ბევრჯერ თავადაც გქონიათ - სპორტთან დაკავშირებული ახალი ამბების განხილვა ან ძველის გახსენება ხომ ყველას გვიყვარს.

პირველი გადაცემა სამშაბათს, 20:00-ზე, Live.ge-ის ოფიციალურ YouTube გვერდზე გამოქვეყნდება და მას სისტემატური ხასიათი ექნება. პირველი გადაცემის სტუმარი კი ჟურნალისტი, მწერალი, "მძიმე კაცად" წოდებული დავით კოვზირიძე იქნება.

იხილეთ პირველი გადაცემის პრევიუ

სხვა სტატიები