Belive

გუუს ჰიდინკი პსვ-ში დაბრუნდა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
გუუს ჰიდინკი პსვ-ში დაბრუნდა - 2020 წლის იანვრიდან, ჰოლანდიელი მწვრთნელი კონსულტანტის პოზიციაზე იმუშავებს და ტექნიკურ პერსონალთან ექნება ყოველდღიური შეხება. რამდენიმე დღის წინ, პსვ-ს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკ ვან ბომელი გაათავისუფლეს. ჰოლანდიურ მედიაში არ ვრცელდება ინფრომაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გუუს ჰიდინკი გუნდის ხელმძღვანელის ფუნქციებს შეითავსებს. 73 წლის ჰიდინკს ძალიან მრავალფეროვანი სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა და მისი სახელი წარმატებასთან ხშირად იყო კავშირში. ჰიდინკის ხელმძღვანელობის პერიოდში, სამხრეთ კორეამ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა, ავსტრალიამ მსოფლიო ჩემპიოანტის პლეი-ოფში ისტორიაში პირველად გააღწია, რუსეთმა კი ევრო 2008-ის საგზური თვით ინგლისის ნაკრებს წაართვა.

ჰიდინკის სამწვრთნელო კარიერა

1987–1990 პსვ
1990–1991 ფენერბაჰჩე
1991–1993 ვალენსია
1995–1998 ჰოლანდია
1998–1999 მადრიდის რეალი
2000 ბეტისი
2001–2002 სამხრეთ კორეა
2002–2006 პსვ
2005–2006 ავსტრალია
2006–2010 რუსეთი
2009 ჩელსი (დროებითი მწვრთნელი)
2010–2011 თურქეთი
2012–2013 ანჟი მაჰაჩყალა
2014–2015 ჰოლანდია
2015–2016 ჩელსი (დროებითი მწვრთნელი)
2018–2019 ჩინეთი U-21/U-23