Belive

ჰემილტონი ფორმულა 1-ის გუნდებს რასიზმის წინააღმდეგ მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ლუის ჰემილტონმა ფერარისა და ფორმულა 1-ის სხვა გუნდებს რასიზმის წინააღმდეგ უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს. 6-გზის მსოფლიო ჩემპიონი კვირას, შტირიის გრან-პრის მოგების შემდეგ პოდიუმზე, 11 სხვა მრბოლელთან ერთად, ცალი მუხლით დადგა. გარდა ამისა, 35 წლის ინგლისელს მაისურზე ცნობილი ფრაზა - Black Lives Matter ეწერა. აღსანიშნავია, რომ ჟესტი რამდენიმე თანაგუნდელმა არ გაიმეორა.
"ფორმულა 1 უფრო წინ მიიწევს. ისინი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ რასიზმის დასრულებას და ძალიან სასიხარულოა, რომ მერსედესიც ამ ყველაფრის მონაწილეა. თუმცა, იმავეს სხვა გუნდები არ აკეთებენ. რედ ბულის გუნდმა ჟესტი გაიმეორა. ფერარის შემადგენლობაში ათასობით ადამიანი მუშაობს, მაგრამ მათგან არ მომისმენია, რომ თავს ანგარიშვალდებულად თვლიან. თანასწორობისთვის კიდევ უფრო მეტად უნდა ვიბრძოლოთ და ავიმაღლოთ ცნობიერება. ჩემთვის ეს მთელი ცხოვრების საქმეა," - განაცხადა ჰემილტონმა.

სხვა სტატიები