Belive

ჰარუ 2019 - ტოჩინოშინის პირველი მეტოქეები ცნობილია!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ 10 მარტს სტარტს აიღებს 2019 წლის რიგით მეორე - ჰარუ ბაშო. მარტის სუპერტურნირს ამჯერად ოსაკას  პრეფექტურის გიმნაზიუმი უმასპინძლებს. ჩვენი ოძეკი ტოჩინოშინი ამ ბაშოს კადობანში ხვდება, რაც იმას ნიშნავს რომ უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში ის ამ მაღალ წოდებას დაკარგავს, თუმცა აღსანიშნავია რომ წინა ბაშოზე ასპარეზობა მან ტრავმის გამო შეწყვიტა. ბოლო ინფორმაციით მან ტრავმა სრულად მოიშუშა და წონაშიც მოიმატა. დღეს გამოქვეყნდა პირველი ორი დღის განრიგი - პირველ დღეს ტოჩის მეტოქე აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა დაიეიშო იქნება ხოლო მეორე დღეს ჩვენი ოძეკის წინააღმდეგ დასავლეთის მეორე მაეგაშირა მიოგირიუ იქნება. აღსანიშნავია რომ იოკოძუნა კისენოსატოს წასვლის გამო ამ ბაშოზე გარკვეული ცვლილებები მოხდა, მათ შორის ყველაზე სასიხარულო ისაა რომ ტოჩინოშინი ნახევარი საფეხურით დაწინაურდა და აღმოსავლეთის მეორე ოძეკის წოდება მიიღო, ასევე ამ ბაშოზე ჩიოშომას სახით მე-17 მაეგაშირა გვეყოლება.

სხვა სტატიები