Belive

ჰარუ ბაშო: ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, 8 მარტს ოსაკაში ჰარუ ბაშო იწყება. კორონავირუსის საფრთხის გამო შეხვედრები უმაყურებლოდ ჩატარდება. იაპონიის სუმოს ასოციაციამ დღეს დილით პირველი ორი დღის შეხვედრების განრიგი გამოაქვეყნა, შესაბამისად გაირკვა იმ ორი მეტოქის ვინაობაც, ვისაც ტოჩინოშინი კვირას და ორშაბათს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ რომ ლევანი მარტის ბაშოზე დასავლეთის მე-9 მაეგაშირას სტატუსით იასპარეზებს. გახსნით შეხვედრაში ტოჩის მეტოქე აღმოსავლეთის მეათე მაეგაშირა სადანოუმი იქნება. ეს მათ შორის მეშვიდე ურთიერთშეხვედრა იქნება, აქამდე ჩატარებულ 6 ბრძოლაში 4 ჯერ გამარჯვება სწორედ ლევანმა იზეიმა. მეორე დღეს ტოჩინოშინი ჩიოტაირიუს შეხვდება, რომელიც ჰარუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს. აქამდე გამართული 10 შეხვედრის შემდეგ ლევანი 8-2 ბალანსით ლიდერობს. ჰარუ ბაშოს პირდაპირ რეპორტაჟებს Live.ge ქართული სპორტის ფეისბუქ გვერდზე კვირას დილის 11:00 საათიდან შემოგთავაზებთ.  

სხვა სტატიები