Belive

ჰემილტონი, ფეტელი, რიკარდო - რა თანხა გამოიმუშავეს ფორმულა 1-ის პილოტებმა?

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონი ლუის ჰემილტონის ტრიუმფით დასრულდა. "Business Book GP"-მ გასული სეზონის შემოსავლები გაასაჯაროვა - ლეგენდარულმა ბრიტანელმა პილოტმა, ჩემპიონის ტიტულთან ერთად, 2020 წელს სოლიდური ტანხის გამომუშავებაც შეძლო. ლუის ჰემილტონმა 2020 წელს 76 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, რომელსაც შესაძლოა 16 მილიონი აშშ დოლარი დაემატოს. მეორე ადგილს სებასტიან ფეტელი დასჯერდა, რომლის მონაგარი 57 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზე, დანიელ რიკარდო გავიდა, რომელმაც 32 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
  1. ლუის ჰემილტონი - $76 მილიონი
  2. სებასტიან ფეტელი - $57 მილიონი
  3. დანიელ რიკარდო - $32 მილიონი
  4. მაქს ფერსტაპენი - $26 მილიონი
  5. ვალტერი ბოტასი - $15 მილიონი
  6. ჩარლს ლეკლერკი - $15 მილიონი
  7. კიმი რაიკონენი - $10 მილიონი
  8. კარლოს საინზი - $7 მილიონი
  9. სერჯიო პერესი - $6 მილიონი
  10. ესტებან ოკონი - $6 მილიონი

სხვა სტატიები