Belive

ჰემილტონის ტრიუმფალური სვლა (ვიდეო)

3 წლის წინ სხვა
1 წთ

2 აგვისტოს გამართული დიდი ბრიტანეთის გრან პრი - ბრიტანელის ტრიუმფით დასრულდა. "სილვერსტოუნზე" ლუის ჰემილტონმა პირველობა არავის დაუთმო და რეკორდული მე-7 გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბრწყინვალე გამარჯვების ფონზე, ჰემილტონმა გულშემატკივარს თავი დრამატული მომენტითაც დაამახსოვრა. უკანასკნელ წრეზე (52) ჰემილტონს საბურავი დაუზიანდა, რის შედეგადაც ფინალური მოსახვევების უმრავლესობ მან დაზიანებული საბურავით განვლო და დრამატული გამარჯვება მოიპოვა. ბოლიდზე შექმნილი პრობლემის გამო, მდევარ - მაქს ვერსტაპენთან 35-წამიანი უპირატესობა პრაქტიკულად მინიმუმამდე დავიდა თუმცა ჰემილტონმა მაინც შეძლო საფინიშო ხაზის ყველაზე სწრაფად გადაკვეთა.

"სილვერსტოუნში" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჰემილტონმა საერთო რეიტინგში პირველობა განიმტკიცა და თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს 30-ქულით გაუსწრო. ჰემილტონისა და ბოტასის ბრწყინვალე ასპარეზობების შედეგად, კონსტრუქტორთა დავაში MERCEDES-ის საჯინიბოს დომინირება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. მიმდინარე სეზონში MERCEDES-მა 146 ქულა მოიპოვა, მეორე ადგილზე მყოფი RED BULL RACING HONDA-ს აქტივში კი 78 ქულა დაგროვდა.  

სხვა სტატიები