Belive

იამაიკის ნაკრების მშვენიერი შემადგენლობა იმ შემთხვევაში, თუ ინგლისის მოქალაქე ფეხბურთელებს გადაიბირებს

3 წლის წინ სხვა
2 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ 18 თვე რჩება, თუმცა იამაიკის ფეხბურთის ფედერაცია ტურნირზე მოხვედრას გეგმავს და საამისოდ გუნდის გაძლიერებას აპირებს. რამდენიმე წარმატებული ფეხბურთელი იამაიკის მოქალაქეობის მისაღებად ემზადება, მათ შორის მაიკლ ანტონიო, დემარაი გრეი, ისააკ ჰეიდენი და ნათან რედმონდი. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მაიკლ რიკეტსმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ კონტაქტი ინგლისის პრემიერ ლიგასა და ჩემპიონშიფში მოასპარეზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან. ანდრე გრეის, ლიამ მურისა და "ევერტონის" ცენტრალურ მცველ, მეისონ ჰოლგეიტის მსგავსად, განხილულ იქნება კემარ რუფეს, ივან ტონი და "ნორვიჩ სიტის" მცველის, მაქს აარონსის კანდიდატურა, რომლებსაც ჯერ კიდევ სჭირდებათ დარწმუნება. საინტერესოა, როგორი იქნება იამაიკის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა იმ შემთხვევაში, თუ ინგლისური პასპორტის მქონე ყველა ფეხბურთელს გადაიბირებს. მკეარე: დვეინ მილერი. მცველები: მაქს აარონსი, მაიკლ ჰექტორი, მეისონ ჰოლგეითი, კემარ ლოურენსი. ნახევარმცველები: რაველ მორისონი, ისააკ ჰეიდენი, ლეონ ბაილი, ნათან რედმონდი. თავდამსხმელები: მაიკლ ანტონიო, ბობი დეორდოვა-რიდი.

სხვა სტატიები