Belive

იაპონიაში დაკარგული უგანდელი ძალოსანი იპოვეს

2 წლის წინ სხვა
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული უგანდელი ძალოსანი - იულიუს სეკიტოლეკო, იაპონიის პოლიციას ჩაბარდა. უგანდელი ძალოსანი, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე საასპარეზოდ ლიცენზია ვერ მოიპოვა, რამდენიმ დღის წინ გაუჩინარდა. იულიუს სეკიტოლეკო გაუჩინარებულად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც გაირკვა, რომ იგი უგანდის დელეგაციასთან ერთად აღარ იმყოფებოდა. 16 ივლისს, წარმომადგენლებმა პოლიციას 20 წლის უგანდელი ძალოსანის – იულიუს სეკიტოლეკოს გაუჩინარების შესახებ შეატყობინეს. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 20 წლის სპორტსმენი კოვიდ ტესტზე არ გამოცხადდა. აფრიკელი სპორტსმენი ბოლოს პარასკევს საღამოს, მისმა თანამემამულეებმა ნახეს, იულიუსის ოთახში კი ოჯახისათვის დატოვებული წერილი აღმოაჩინეს. ძალოსანს უგანდაში დაბრუნება არ სურდა და იაპონიაში თავსეშასფრის მიღებისა და სამსახურის პოვნის იმედს გამოთქვამდა.

16 ივლისს, უგანდელი ძალოსანი ოფიციალურად გაუჩინარებულად გამოცხადდა და ადგილობრივმა სამართალდამცველებმა სამძებრო ოპერაცია დაიწყეს. გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ,  პოლიციამ ძალოსანს მიაგნო. საინფორმაციო სააგენტო AFP-სთან საუბარში, პოლიციის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ 20 წლის ძალოსანი მიეს პრეფექტურაში იქნა აღმოჩენილი - სამართალდამცველების მტკიცებით, იულიუს სეკიტოლეკო უვნებელია და თავს კარგად გრძნობს.  

სხვა სტატიები