Belive

იაპონიის გრან პრის გამარჯვებული ლუის ჰამილტონი გახდა!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
დასრულდა ფორმულა 1-ის 2018 წლის სეზონის იაპონიის გრან პრი, სადაც პირველი ადგილი მერსედესის ბრიტანელმა მრბოლელმა, ლუის ჰემილტონმა დაიკავა. მეორე ადგილზე, ასევე მერსედესის პილოტი, ვალტერ ბოტასი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია რედ ბულის ჰოლანდიელმა ავტომრბოლელმა, მაქს ვერსტაპენმა დაიკავა. 17 რბოლის შემდეგ, სატურნირო ცხრილს, 331 ქულით, ლუის ჰემილტონი ლიდერობს, მას 264 სარეიტინგო ქულით მოსდევს სებასტიან ფეტელი, ხოლო მესამე ადგილს ვალტერი ბოტასი (207 ქულა) იკავებს. კონსტრუქტორთა დავაში მერსედესია პირველი, ფერარი მეორე ადგილს იკავებს, ხოლო რედ ბული კი მესამე პოზიციაზე იმყოფება. ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის მორიგი რბოლა 2 კვირის შემდეგ, 21 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

სხვა სტატიები