Belive

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი (NHK) ტოჩინოშინი-ასანოიამას დაპირისპირებას გამოეხმაურა

4 წლის წინ სხვა
2 წთ
იაპონიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (NHK) განვლილი ბაშო შეაფასა - განხილვის ერთ-ერთი მთავარი გმირი ბაშოს გამარჯვებული ასანოიამა და ქართველი რიკიში, ტოჩინოშინი გახდნენ. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. Sumo Watch-ის ამ გამოშვებაში, ჩვენ მაისის ტურნირს მიმოვიხილავთ. ნაცუ ბაშოს დახასიათება ერთი სიტყვით რომ შეგვეძლოს, მას "განაწყენებას" დავარქმევდით. ასანოიამა - მას ჩვენ 18 თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ჩვენი მოლოდინით, ის მომავალში მაღალი წოდების რიკიში გახდება. თუმცა მისი ნაადრევი გამარჯვება ნამდვილად იყო "განაწყენების" საგანი. სწორედ ეს ემოცია დაგვეუფლა, როდესაც ტოჩინოშინი ასანოიამას დაუპირისპირდა - ბრძოლა, რომელიც დიდი დისკუსიის საბაბი გახდა. ტოჩინოშინმა 10 გამარჯვება მოიპოვა და საბედნიეროდ, ოძეკის ტიტული დაიბრუნა. მეორე მხრივ, იოკოძუნა კაკურიუმ ბრძოლა იმ დროს შეწყვიტა, როდესაც მას ბაშოს მოგების იდეალური შანსი ჰქონდა - ასე რომ, ის ნამდვილად უნდა იყოს "განაწყენებული." ენჰომ ნაცუ ბაშოზე ის მაყურებელი ნამდვილად გააოცა, რომელმაც მისი ასპარეზობა პირველად იხილა. თუმცა, მან დადებითი ბალანსის დაფიქსირება ვერ შეძლო, ტრავმა მიიღო და გულშემატკივარს იმედები გაუცრუა. მეორე დებიუტანტმა, შიმანოუმიმ, ენჰო ნამდვილად დაჩრდილა (10-5). განსაკუთრებით აღსანიშნავია რიუდენის ტექნიკა, აბისა და შიმანოუმის საბრძოლო სულისკვეთება. ასევე გამოსაყოფია ასანოიამას მიერ მოგებული, სანახაობრივი ბრძოლებისთვის დაწესებული სპეციალური პრიზი. ივლისში რიკიშების რეიტინგში, იგივე ბანძუკეში, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება - ივლისის ბაშოზე ორი იოკოძუნა და ოთხი ოძეკი იასპარეზებს. ნაგოია ბაშო 7 ივლისს აიღებს სტარტს.  

სხვა სტატიები