Belive

იაპონური სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
11 ნოემბერს წლის უკანასკნელი სუმოს ტურნირი - კიუშუ ბაშო იწყება. იაპონური სუმოს ასოციაციამ - განახლებული რეიტინგი ანუ ბანძუკე გამოაქვეყნა. განახლებულ რეიტინგში ქართველი ფალავანი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) უცვლელ ადგილას - დასავლეთის მე-2 ოძეკად არის წარმოდგენილი. სამწუხარო ინფორმაციაა გაგამარუს შემთხვევაში, ჩვენი გოლიათი რიგით მესამე მაკუშიტას დივიზიონში დაქვეითდა, თუმცა აღმოსავლეთის პირველ ნომრად არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმალური დადებითი ბალანსის შემთხვევაში იგი ჯურიოს დივიზიონს დაუბრუნდება. კიუშუ ბაშოზე გაგას სულ 7 ორთაბრძოლის ჩატარება მოუწევს (არაელიტურ დივიზიონებში ბაშოს მიმდინარეობისას 7 ორთაბრძოლა ტარდება), ტოჩინოშინს კი ჩვეულ რეჟიმში დოჰიოზე 15-ჯერ ვიხილავთ.

სხვა სტატიები