Belive

იაპონურმა სუმოს ასოციაციამ ოძეკი ასანოიამას უმკაცრესი "განაჩენი" გამოუტანა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
სუმოს სამყარო გამორჩეულად მაღალი დისციპლინითა და ქცევის სტანდარტებით გამოირჩევა, რაც ამ სპორტის მოყვარულთათვის არახალია. ბოლო პერიოდში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქცევის წესების დარღვევის გამო, იაპონური სუმოს ასოციაცია უმკაცრეს გადაწყვეტილებას იღებს. პანდემიის პირობებში სუმოს ასოციაციაში მკაცრი რეგულაციებია დაწესებული, რომელიც უმაღლესი ანუ მაკუუჩი დივიზიონის წევრმა, აბიმ დაარღვია, რის გამოც სუმოს მამების გადაწყვეტილებით მკაცრად დაისაჯა და რამდენიმე დივიზიონით დააქვეითეს. ბაშოს მიმდინარეობის პროცესში კარანტინის რეჟიმი ყველასათვის კარგად ცნობილმა მებრძოლმა, ოძეკი ასანოიამამაც დააღვია, რომელმაც ამის გამო მოიბოდიშა კიდეც, თუმცა სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. სასჯელი კი უმკაცრესია - იაპონური სუმოს ასოციაციის გადაწყვეტილებით ოძეკი ასანოიამას მომდევნო 6 ბაშოს განმავლობაში ასპარეზობის უფლება შეეზღუდება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი დაქვეითების მიზეზი გახდება. ამრიგად, აღნიშნული ფაქტები კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, თუ რა რთული დღის წესრიგი აქვთ სუმოისტებს, განსაკუთრებით ბაშოს მსვლელობის პროცესში.

სხვა სტატიები