Belive

IJF: აბუ-დაბიში ლაშა შავდათუაშვილს ყველა ელოდება

2 წლის წინ სხვა
1 წთ
26-28 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში - აბუ დაბიში, ძიუდოს 2021 წლის ბოლო შეჯიბრი გაიმართება, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ მხოლოდ ერთი სპორტსმენი - ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს. IJF-, (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ) შეჯიბრის წინ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია წლის ბოლო შეჯიბრზე გამომსვლელ ძიუდოს ვარსკვლავებზე. ერთ-ერთი კი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი - ლაშა შავდათუაშვილია.
ლაშა შავდათუაშვილს მთელი ძიუდოს სამყარო იცნობს და აბუ დაბიში იგი "VIP მომხმარებელი "იქნება. მსოფლიო ჩემპიონობისა და ოლიმპიური ვერცხლის მედლის შემდეგ ლაშა პირველ შეჯიბრზე გამოვა და ეცდება, რომ წელი კიდევ უფრო წარმატებულად დაასრულოს. შესანიშნავი და ძალიან წარმატებული წლის შემდეგ, მას ძალიან დიდი შანსი ექნება იმისთვის, რომ 2021 წელი სრული დომინაციით დაასრულოს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველი ფალავანი ტატამზე პირველად იასპარეზებს წითელი არშიით (მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის კიმონოთი). - წერს IJF
   

სხვა სტატიები