Belive

IJF-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა - მაისურაძე, ლიპარტელიანი და ჩხვიმიანი რეიტინგში დაწინაურდნენ

1 წლის წინ სხვა
2 წთ
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ), მსოფლიო რეიტინგი განაახლა. მსოფლიო რეიტინგში დიდი ცვლილებები არ არის, თუმცა რამდენიმე ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო რეიტინგში წინ წაიწია.

-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში 2 საფეხურით დაქვეითდა ჯაბა პაპინაშვილი, რომელმაც მე-11 პოზიციიდან მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლა. თუმცა, ამ წონაში წინსვლა აქვს ლუხუმ ჩხვიმიანს, რომელმაც 3 პოზიციით წინ წაიწია და ახლა,ამ წონაში, მსოფლიოს მე-4 ძიუდოისტია. ლუხუმის ანგარიშზე 2627 სარეიტინგო ქულაა.

-90 კგ

-90 კგ წონითი კატეგორიის რეიტინგში, დიდი პროგრესი აქვს ევროპის ჩემპიონ - ლუკა მაისურაძეს. სოფიაში მოპოვებული ოქროს მედლით, ლუკამ მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით წინ წაიწია და ახლა მე-5 ნომერია. მის ანგარიშზე 3390 სარეიტინგო ქულაა. მეოთხე ადგილზე კი ლაშა ბექაურია.

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში წინსვლა არ გვაქვს. ვარლამ ლიპარტელიანი მე-8 ადგილზე იმყოფება და მას პოზიცია არ შეუცვლია. მე-7 ადგილზე ჩამოქვეითდა ილია სულამანიძე, რომლის ანგარიშზეც 3432 სარეიტინგო ქულაა.

-57 კგ

-57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი ბრწყინვალედ გამოიყურება. ქართველმა ფალავანმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული მედალი მოიპოვა და იგი ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვება შეძლო. ამ მოპოვებული ბრინჯაოს მედლით, ეთერმა რეიტინგში 2 პოზიციით პროგრესი განიცადა და 3648 სარეიტინგო ქულით, მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერია.
რაც შეეხება -66, -73, -90 და +100 კგ წონით კატეგორიებს, ქართველ ძიუდოისტებს პოზიციები არ შეუცვლიათ.      

სხვა სტატიები