Belive

"ილია, ჯიგარი ხარ!" - მერაბ დვალიშვილი თოფურიასა და პიმბლეტის ინციდენტს გამოეხმაურა

2 წლის წინ სხვა
1 წთ

15 მარტს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ილია თოფურია პადი პიმბლეტს დაუპირისპირდა. ქართველი და ინგლისელი მებრძოლების გაშველება სასტუმროში მყოფმა პირებმა შეძლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში, თოფურიამ განმარტა, რომ პიმბლეტთან დაპირისპირება ამ უკანასკნელის მიერ საქართველოზე და ქართველ ხალხზე გაკეთებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებამ გამოიწვია. ილია თოფურიასა და პადი პიმბლეტს შორის მომხდარ დაპირისპირებას UFC-ის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი - მერაბ დვალიშვილი გამოეხმაურა.

"ამ ტიპმა (ბადიმ) შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ქვეყანას, როდესაც აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს განადგურების უფლება ჰქონდა. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ რუსეთმა იგივე გააკეთა საქართველოში, რასაც ახლა უკრაინაში აკეთებს. მათ ათასობით ქართველი დახოცეს და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დაახლოებით ორი წლის წინ ამ პიროვნებამ გურამ ქუთათელაძის აქტიგანის ბრძოლაში გამოწვევაზე საქართველოს შეურაწმყოფელი კომენტარით უპასუხა. ილია თოფურია, ჯიგარი ხარ!"
 
View this post on Instagram
 

A post shared by MERAB DVALISHVILI-THE MACHINE (@merab.dvalishvili)

სხვა სტატიები