Belive

ილია თოფურიას ბრძოლის გამართვის თარიღი და მომდევნო მეტოქე ცნობილია!

1 წლის წინ სხვა
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილია თოფურია ოქტაგონს 29 ოქტომბერს დაუბრუნდება. "ელ მატადორი" სახელოვან ბრაზილიელს - ედსონ ბარბოსას დაუპირისპირდება. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად MMA-ს მიმომხილველმა არიელ ჰელვანიმ გაავრცელა.

თოფურიასა და ლეგენდარული ბარბოსას ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ "ელ მატადორი" პირველი ქართველი მებრძოლი არაა, რომელსაც ბრაზილიელი დაუპირისპირდება. UFC ON ESPN 30-ის ივენთზე, გიგა ჭიკაძისა და ედსონ ბარბოსას დაპირისპირება შედგა - ბრძოლა ჭიკაძის გამარჯვებით დასრულდა. ჭიკაძემ ედსონ ბარბოსა მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. ილია თოფურია ოქტაგონზე უკანასკნელად 2022 წლის მარტში ვიხილეთ. ქართველმა მებრძოლმა მისი ოპონენტი - ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ეფექტური დარტყმით დაანოკაუტა.

სხვა სტატიები