Belive

ილონ მასკი ბენილ დარიუშს ტესლას უგზავნის

2 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC 262-ის ივენთზე, ბენილ დარიუშმა კარიერის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ვეტერანი ტონი ფერგიუსონის დამარცხების შემდეგ, დარიუშმა დიდი ხნის ნანატრი ავტომობილის მიღების სურვილი გამოთქვა. ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე დარიუშმა საინტერესო კომენტარი გააკეთა: "გასული წლის დეკემბერში ტესლა-ს ავტომობილი შევუკვეთე. მათ მითხრეს, რომ ყველაზე უსაფრთხო ავტომობილის მფლობელი გავხდებოდი. ჩემი ორსული ცოლისთვის ეს საუკეთესო ავტომობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ილონ, მარტში მითხარი, რომ ავტომობილს ივნისში მივიღებდი. ტესლას ფანი ვარ მაგრამ ეს ყველაფერი უპატივცემულობას ჰგავს." ბენილ დარიუშის განცხადებას ილონ მასკი გამოეხმაურა, რომელმაც დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ბენილ დარიუში კუთვნილ ტესლას ძალიან მალე მიიღებს.

სხვა სტატიები