Belive

ინგლისელი ქომაგის საინტერესო რეაქცია იუნაიტედისა და სიტის ერთიან მაისურზე

4 წლის წინ სხვა
1 წთ
როგორც იცით, დღეს, ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში მანჩესტერული დერბი გაიმართება. "იუნაიტედი" შინ "სიტის" მიიღებს. პრინციპული მეტოქეების ერთმანეთთან დაპირისპირების გარდა, აღნიშნულ მატჩს სატურნირო მდგომარეობის მხრივაც დიდი დატვირთვა აქვს. მასპინძლები ჩემპიონთა ლიგის ზონაში დასაბრუნებლად იბრძვიან, "სიტი" კი გამარჯვების შემთხვევაში, კვლავ პირველ პოზიციაზე გადაინაცვლებს. "ოლდ ტრაფორდთან" ახლოს რამდენიმე დღეა არაოფიციალური მოვაჭრეები "სიტისა" და "იუნაიტედის" ერთიან მაისურს ყიდიან. "წითელი ეშმაკების" ერთ-ერთ გულშემატკივარს ამის შესახებ აზრი ჰკითხეს, საინტერესო პასუხმა კი არ დააყოვნა: "ამის ჩაცმას, მირჩევნია, რომ მოვკვდე. ეს ნამდვილი ცხენის მძ****ია."  

სხვა სტატიები