Belive

იოკოძუნა ჰაკუჰო მაისის ბაშოდან მოეხსნა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
2021 წლის სუმოს რიგით მესამე სუპერტურნირი - მაისის ანუ ნაცუ ბაშო 9 მაისიდან აიღებს სტარტს და ტრადიციულად 15 დღის მანძილზე გაგრძელდება. ტურნირს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლე უმასპინძლებს, სადაც იაპონიაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო 11 მაისამდე მაყურებელი არ იქნება, შემდეგ კი ტევადობის 50% - დაახლოებით 5,500 მაყურებელი დაიშვება. ტურნირზე ფაქტობრივად ყველა მაღალი რანგის მქონე სუმოისტს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა დაწყებამდე 2 დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ მუხლის ტრავმის გამო იოკოძუნა ჰაკუჰო ნაცუ ბაშოს მიღმა დარჩა. საყურადღებოა, რომ განვლილ ბაშოზე ჰაკუჰომ 2021 წლის ივლისში კარიერის დასრულება დააანონსა - შედეგად, სუმოს მოყვარულებს ლეგენდარული სუმოისტის ხილვის საშუალება მხოლოდ ნაგოია ბაშოზე შეეძლებათ. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მარტში კარიერა იოკოძუნა კაკურიუმაც დაასრულა, შესაბამისად მაისის ბაშოს უმაღლესი წოდების მქონე მებრძოლი არ ეყოლება.

სხვა სტატიები