Belive

იოკოძუნა კაკურიუ კიუშუ ბაშოს ჩაეხსნა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში სტარტი აიღო წლის ბოლო, კიუშუ ბაშომ. როგორც დღეს გამთენიისას გახდა ცნობილი ტურნირს ჩაეხსნა და ვერ იასპარეზებს იოკოძუნა კაკურიუ. მისი დღევანდელი მეტოქე კომუსუბი ასანოიამა უნდა ყოფილიყო, თუმცა მაისის ბაშოს ტრიუმფატორს გამარჯვება ბრძოლის გარეშე ჩაეწერება. მონღოლ იოკოძუნას როგორც სჩანს ზურგის ტრავმა გაუმიზეზდა და სწორედ ეს გახდა ტურნირიდან ჩახსნის მიზეზი. შეგახსენებთ რომ სექტემბრის ბაშოზე მან ასევე ვერ იასპარეზა მეშვიდე დღის შემდეგ, რასაც მისი ოიაკატას გარდაცვალება და სკოლის შეცვლა მოჰყვა, იზუცუს სკოლიდან კაკურიუმ მიჩინოკუში გადაინაცვლა. ბაშოს დაწყებამდე ორი დღით ადრე ასევე ცნობილი გახდა რომ ტურნირს მე-12 მაეგაშირა იჩინოჯოც გამოტოვებს.

სხვა სტატიები