ირაკლი დემეტრაშვილი კადეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონია!

58
ნახვა

ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე  კადეტებს შორის საქართველოს ნაკრებმა ბოლო დღეს პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

მძიმე წონითი კატეგორიის ფინალი ქართული გამოდგა სადაც ირაკლი დემეტრაშვილი გიგა ტატიაშვილს დაუპირისპირდა და “ოქროს დროში ” მოპოვებული ვაზარის წყალობით იმარჯვა.

ფინალამდე ორივე ძიუდოისტმა ძლიერი მეტოქეები ჩამოიცილა. დემეტრაშვილმა ინდოელი განგასი (11 წამში), რუსი მაგომადოვი, მოლდოველი ბაგრინი და კიდევ ერთი რუსი ონოფრიენკო ჩამოიშორა, ხოლო ტატიაშვილის “მსხვერპლნი”  ტაჯიკი ელმუროდოვი, ფრანგი ანგლონინი და იაპონელი სუგავარა გახდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.

(58)

ირაკლი დემეტრაშვილი კადეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონია!

სტატიის ავტორი
-