Belive

ირანელმა ჰალკმა MMA-ში დებიუტი დააანონსა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ბოდიბილდერი და აბსოლუტური მონსტრი, რომელიც საკუთარ თავს ირანელ ჰალკს უწოდებს საინტერესო განცხადებას ავრცელებს. საჯად გარიბი ახალ გამოწვევას იღებს და პროფესიონალურ ორთაბრძოლას მართავს. გავრცელებული ინფორმაციით, MMA-ში საჯად გარიბის პირველი მეტოქე ბრაზილიელი მებრძოლი ბრაიან ორტეგა იქნება. წყაროს მტკიცებით, ორთაბრძოლა 2020 წლამდე გაიმართება. "საბოლოოდ დავთანხმდი შემოთავაზებას. პირველ პროფესიონალურ ორთაბრძოლას ბრაზილიელი მებრძოლის წინააღმდეგ 2020 წლამდე გავმართავ", - აღნიშნა საჯად გარიბიმ.

სხვა სტატიები