Belive

ირლანდიის პრეზიდენტობა - რა შანსი აქვს კონორს?

3 წლის წინ სხვა
1 წთ
Შერეული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა უკვე მესამედ გააკეთა განცხადება კარიერის დასრულების შესახებ. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს UFC-ის ყოფილი ჩემპიონის საბოლოო გადაწყვეტილებაა. საინტერესოა, რა სფეროში გააგრძელებს მოღვაწეობას ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური სპორტსმენი. ამერიკელმა ბუკმეიკერებმა ამ თემაზე გამოკვლება ჩაატარეს და 31 წლის ირლანდიელის პოლიტიკური შანსები გამოთვალეს. მათი აზრით, კონორს ირლანდიის პრეზიდენტად გახდომის 1%-იანი შანსი აქვს. მაკგრეგორმა ბოლოს მიმდინარე წლის იანვარში დონალდ სერონის, იგივე ქოვბოის წინააღმდეგ იჩხუბა და მეტოქე პირველსავე რაუნში ნოკაუტით დაამარცხა. კარიერის განმავლობში მაკგრეგორმა 26-დან 22 ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.

სხვა სტატიები