Belive

იურგენ კლოპი: "სტამბოლი ლივერპულისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
Live.ge სტამბოლშია და “ლივერპულისა” და “ჩელსის” წინასამატჩო პრესკონფერენციას დაესწრო, სადაც "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა რამდენიმე მნიშნველოვან საკითხზე ისაუბრა: "ყველა ლივერპულის გამარჯვებას ელოდება? ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩვენთვის არანაირი პრობლემა არაა თუ რას ფიქრობს ხალხი ჩვენს შესახებ. "ჩელსის" დიდ პატივს ვცემთ. ვიხილეთ მატჩი "მანჩესტერ იუნატედის" წინააღმდეგ, შედეგის მიუხედავად ლონდონელებმა კარგი თამაში აჩვენეს. ჰყავთ ახალი მწვრთნელი, ახალგაზრდა ფეხბურთელები და ნამდვილად კარგი გუნდი. ეს მათი პირველი შანსია ტიტულის მოსაგებად და ისინი არაფერს დათმობენ. ვიცი რომ სტამბოლი "ლივერპულისთვის" მნიშვნელოვანი ქალაქია. 2005 წელი ყველა ლივერპულის გულშემატკივარს ახსოვს და არასდროს დაავიწყდება, თუმცა ახლა სხვა გუნდია, ჩვენ 2019/20 წლის გუნდი ვართ და ასევე კარგები როგორც ისინი. რაც შეეხება 2020-ში გასამართ ფინალს, ვერაფერს გეტყვით რადგან წინა წელს ამ დროს რომ გეკითხათ მოვიგებდით თუ არა ლიგას, ალბათ გიპასუხებდით რომ არა, თუმცა ჩვენ ეს შევძელით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ წელსაც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ." შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ფინალი, ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები