Belive

იურგენ კლოპმა ამ სეზონში ლივერპულის მთავარი მიზანი დაასახელა

3 წლის წინ სხვა
3 წთ
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ამ სეზონში გუნდის მთავარი ამოცანის შესახებ ისაუბრა. ”ყოველთვის ვიცოდი, რომ ოთხეულში გასასვლელად ბრძოლა იყო საჭირო. ეს ყოველთვის ნათელი იყო. 2018/2019 წლების სეზონში, როდესაც პრემიერლიგაში მეორე ადგილი დავიკავეთ, ტიტულზე ფიქრი მხოლოდ მაშინ დავიწყე, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ, ვიცი ჩემი საქმე და ვიცი რა უნდა გავაკეთო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა და მესმის, რამდენად რთული იქნება ეს. ამ სეზონში წარმოუდგენლად მკაცრი ბრძოლა იქნება საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად. ეს მართალია. არ შემიძლია გავლენა ვიქონიო იმაზე, თუ როგორ ხედავენ სხვები ჩვენს მდგომარეობას პრემიერლიგის ცხრილში. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ აფასებს ხალხი ამ ყველაფერს. ვიცი, რომ ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივრები არ არიან ყველაზე მომთმენი ადამიანები პლანეტაზე, მათ სურთ საყვარელმა კლუბმა ყველა მატჩი მოიგოს. მე მათგან არც ისე განსხვავებული ვარ, მაგრამ ფეხბურთში ძალიან დიდი ხანი ვიყავი იმის მისახვედრად, რომ ნებისმიერ გუნდს სჭირდება რთული პერიოდების გადალახვა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი არ არის. ახლა არის სიტუაცია, როცა ჩვენ უბრალოდ ფეხბურთს ვთამაშობთ და ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ჩვენ ამას შეჩვეულები ვართ. ახლა მოთამაშეები თანდათან უბრუნდებიან გუნდს. ჩემთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია, სად ვართ ახლა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქულებს ვიღებთ და ლიდერებს შორის ვიმყოფებით. ჩვენ ვისაუბრეთ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაზე და ეს ყველაზე მთავარია. ოთხეულში შესასვლელად, მუდმივად უნდა დავაგროვოთ ქულები. ჩვენ იმ გუნდთა ჯგუფში ვართ, რომლებიც საუკეთესო ოთხეულისთვის იბრძვიან. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ასე არ ვფიქრობთ: "თუ ჩემპიონები არ გავხდებით, მაშინ ეს არც ისე მხიარული იქნება". ჩვენ ყველა მატჩში ვიბრძვით და ეს "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში კარგად გამოჩნდა. ეს ყველაფერი მჭირდება", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა. მერსისაიდელებს პრემიერლიგაში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ 34 ქულა აქვთ დაგროვილი და მეოთხე პოზიციას იკავებენ. შემდეგ შეხვედრას მოქმედი ჩემპიონი ინგლისის ელიტარულ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ "ბარნლისთან", 21 იანვარს გამართავს.

სხვა სტატიები