Belive

ჯეიკ პოლი Vs. უაითი - მაკგრეგორი | იუთუბერმა UFC-ის შეუტია (ფოტო)

2 წლის წინ სხვა
3 წთ

იუთუბერმა ჯეიკ პოლმა, დანა უაითისა და კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ, სოციალურ ქსელებში ომი გააჩაღა. UFC-ის პრეზიდენტისა და ლეგენდარული ირლანდიელი მებრძოლის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. შეიძლება ითქვას, რომ ჯეიკ პოლმა ბრალდებებს გასცა პასუხი და Twitter-ზე, უაითისა და მაკგრეგორის კომენტარების საპასუხო განცხადებები გაავრცელა. დანა უაითმა ჯეიკ პოლისა და ბენ ასკრენის ბრძოლის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუთუბერმა გამარჯვება ასაკოვანი და გაცილებით უფრო დაბალი მეტოქის წინააღმდეგ მოიპოვა. უაითმა პოლისა და ასკრენის ბრძოლა ცირკს შეადარა. "პოლმა ნოკაუტში 40 წლის და მასზე გაცილებით სუსტი ასკრენი გაუშვა. არ ვიცი რა შეიძლება ითქვას, მათი ბრძოლის შესახებ. პოლისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა - რა თქმა უდნა სანამ შეუძლია ფული უნდა გამოიმუშავოს. ფიქრობთ, რომ მათი ბრძოლა რეალური იყო?? ეს ყველაფერი ცირკის სანახაობას ჰგავდა", - აღნიშნა დანა უაითმა.

პოლის კრიტიკას კონორ მაკგრეგორის გამოეხმაურა, რომელმაც Twitter-ზე განთავსებულ პოსტში აღნიშნა, რომ UFC-ის მაღალი დონის ბრძოლა მეტია, ვიდრე იუთუბერის კრივის შოუ. მაკგრეგორის პოსტზე, ჯეიკ პოლმა დამცინავად აღნიშნა, რომ Jack Daniels-ი გაცილებით უკეთესია, ვიდრე კონორის Proper 12-ი. ჯეიკ პოლმა გაცილებით უფრო მწვავე პასუხი დანა უაითს გასცა. პოლმა უაითს ბრალი დასდო, რომ UFC-ის მებრძოლებს მიზერულ ანაზღაურებას სთავაზობს. ჯეიკ პოლის მტკიცებით, ასკრენის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში, მან გაცილებით უფრო სოლიდური თანხა გამოიმუშავა, ვიდრე UFC-ის სუპერვარსკვლავებმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა და კონორ მაკგრეგორმა. ჯეიკ პოლმა ასევე აღნიშნა, რომ რინგზე გამართულ მესამე ბრძოლაში, UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლებზე მეტი თანხა გამოიმუშავა.

სხვა სტატიები