Belive

ჯეიმი ფოქსი ტაისონის როლს შეასრულებს - ნახეთ მსახიობის სხეულის ტრანსფორმაცია (ფოტო)

3 წლის წინ სხვა
3 წთ

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის - მაიკ ტაისონის შესახებ ჰოლივუდში ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ. ცნობილია, რომ რკინის მაიკის როლს ჯეიმი ფოქსი შეასრულებს. ჰოლივუდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მსახიობმა მაყურებელს თავი არაერთი განსაკუთრებული როლით დაამახსოვრა - ოსკაროსანი ჯეიმი ფოქსი აღნიშნავს, რომ მისთვის უდიდესი პატივია პატისონის როლის შესრულება და იგი განსაკუთრებული მონდომებით ემზადება. სოციალურ ქსელებში ჯეიმი ფოქსის სხეულის ტრანსოფრმაციის ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა - გადაღებების დაწყების წინ, მსახიობი აქტიურად ვარჯიშობს. Instagram-ის გვერდზე ჯეიმი ფოქსმა  რამდენიმე ფოტო თავად გამოაქვეყნა.

 
View this post on Instagram
 

The transformation begins... “FINDING MIKE”. It is no secret that I have been pursuing the @miketyson biopic for some time... people always ask me when is it going to happen?... things have finally lined up... A few months ago we started the journey… The first but biggest task is to transform the body... with a regiment of pull-ups dips and push-ups we are off to a pretty good start… we have a ways to go but God willing... yesterday on my good friends @markbirnbaum show. I shared these early pics of the process... like I said we have a ways to go… But I am prepared to get there! #swipeleft TYSON!

A post shared by Jamie Foxx (@iamjamiefoxx) on

"ტრანსფორმაცია დაწყებულია. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მაიკ ტაისონის როლს შევასრულებ. ხშირად მეკითხებიან ფილმის გამოსვლის თარიღის შესახებ - მოვლენები თანდათან ვითარდება. მოგზაურობა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. პირველი და უმთავრესი ამოცანა სხეულის ტრანსფორმაცია გახლდათ. პრესის ვარჯისებისა და აზიდვების მეშვეობით საკმაოდ კარგი სტარტი გვაქვს. ვარჯიშის შედეგად ტრანსფორმირებული სხეულის ფოტოები გამოვაქვეყნე მაგრამ წინ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი. ბიოგრაფიული ფილმების გადაღება საკმაოდ რთულია და ხშირად მის დასასრულებლად 20 წელიც არ კმარა, მაგრამ ჩვენ აქტიურად მივიწევთ წინ. მაიკ ტაისონს ყველაზე უცნაურ ვითარებაში შევხვდი, იმ დროს 22 წლის ვიყავი. სცენაზე ერთ-ერთი გამოსვლის დროს ტაისონის შესახებ ვხუმრობდი მაგრამ არავინ იცინოდა, რადგან მაიკი იქ იყო და გვიყურებდა. ტაისონი ვნახე მისი კარიერის პიკში და მის გვერდით ვიყავი, როდესაც მოვლენები საშინელი სცენარით განვითარდა. მოხარული ვარ, რომ ფილმში ტაისონის დიდება და ტრაგედიაც იქნება ასახული", - აღნიშნა ჯეიმი ფოქსმა.

სხვა სტატიები