Belive

ჯოკოვიჩმა სერბულ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა მიულოცა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ნოვაკ ჯოკოვიჩმა "ცრვენა ზვეზდას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მიულოცა. სერბი ჩოგბურთელი ბელგრადული კლუბის მიღწევით აღფრთოვანებულია და ფეხბურთელებს წარმატებებს უსურვებს. უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში, სერბებმა "ზალცბურგთან" ორ ბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა (2:2). ორი შეხვედრის ჯამში გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით (0:0, 2:2)"ცრვენა ზვეზდამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. "ბრავო ბიჭებო! ბრავო "ცრვენა ზვეზდა". თქვენ იბრძოდით როგორც ლომები. გილოცავთ ისტორიული შედეგის მიღწევას და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოპოვებას", - აღნიშნა ნოვაკ ჯოკოვიჩმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.

სხვა სტატიები