ჯონ ტერი და ტიერი ანრი ერთ გუნდში?

ლეგენდარული ფეხბურთელები, ტიერი ანრი და ჯონ ტერი შესაძლოა ერთ გუნდში ვიხილოთ.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტიერი ანრი, რომელიც ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, შესაძლოა “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნოს. ანრის სახელს მომავალ სეზონში “ბარასელონასაც” უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს ეს ასე არ მოხდება.

ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად კი ჯონ ტერი სახელდება. ტერიმ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. მომავალი სეზონიდან, შესაძლებელია, რომ ორი ლეგენდარული ფეხბურთელი “ასტონ ვილას” სამწვრთნელო შტაბში ვიხილოთ.

(367)

ჯონ ტერი და ტიერი ანრი ერთ გუნდში?

სტატიის ავტორი
-