Belive

ჯოშუა, ფიური, უაილდერი, უაითი, რუიზი | ვინ არის საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივე?

2 წლის წინ სხვა
1 წთ
21 საუკუნის დასაწყისში, მძიმეწონით კატეგორიაში, უკრაინელი ძმები - კლიჩკოები დომინირებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი ათწლეული კრივის რენესანსის ეპოქად ითვლება. ეს არის პერიოდი, როდესაც მძიმეწონით კატეგორიაში ახალი სუპერვარსკვლავები გამოჩნდნენ და კრივს მეტი სანახაობრიობა შესძინეს. ენტონი ჯოშუა, ტაისონ ფიური, დეონტეი უაილდერი, დილიან უაითი, ენდი რუიზი, დერეკ ჩისორა, ჯოზეფ პარკერი... 2021 წელს, პრომოუტერებმა აღნიშნული სუპერვარსკვლავების მონაწილეობით, არაერთი გამორჩეული ბრძოლა დააანონსეს. განსაკუთრებულ ინტერესს ენტონი ჯოშუასა და ტაისონ ფიურის ბრძოლა იწვევეს, რომელიც უკვე შეფასდა ყველა დროის საუკეთესო ბრიტანულ დაპირისპირებად. მძიმეწონითი კატეგორიის ყოფილმა ჩემპიონმა - ენდი რუიზმა, დივიზიონის საუკეთესო მებრძოლთა ხუთეული დაასახელა. რუიზი მსოფლიოს საუკეთესო მძიმეწონოსან მოკრივედ ტაისონ ფიურის ასახელებს.
  1. ტაისონ ფიური
  2. ენტონი ჯოშუა
  3. ენდი რუიზი
  4. დეონტეი უაილდერი
  5. კრის არეოლა

Untitled

სხვა სტატიები