Belive

ჯოშუა Vs. ფიური | არუმმა ბრძოლის გამართვის შესაძლო თარიღი და ადგილმდებარეობა დაასახელა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
WBAWBCIBF-ისა და WBO-ს ვერსიით, მძიმეწონითი კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის სახელოვანი ბრიტანელი მოკრივეები ენტონი ჯოშუა და ტაისონ ფიური დაუპირისპირდებიან ერთმანეთს - ორი ლეგენდარული მოკრივის ბრძოლა, ბრიტანული კრივის ისტორიაში უდიდეს დაპირისპირებად შეფასდა. ენტონი ჯოშუასა და ტაისონ ფიურის ეპოქალური ბრძოლის ადგილმდებარეობა და შესაძლო თარიღი ცნობილია. ბობ არუმმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ორ ბრძოლიანი დაპირისპირების პირველი ბრძოლა საუდის არაბეთში გაიმართება. ჯოშუასა და ფიურის ბრძოლა კრივის ისტორიაში შევა და მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ივენთად დარჩება – აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრძოლის მასპინძლობა ნებისმიერი ქვეყნისთვის უდიდესი გამარჯვების ტოლფასი იქნება. ორგანიზატორებმა ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან, ევროპიდან და ამერიკიდან უამრავი შემოთავაზება მიიღეს და საბოლოოდ 1 თვიანი მოლაპარაკებების შედეგად, პირველი ბრძოლის გამართვა საუდის არაბეთში გადაწყდა.
Untitled
წყაროს მტკიცებით, ჯოშუასა და ფიურის დაპირისპირება საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გაიმართება. ცნობილია, რომ ბრძოლას 20.000 გულშემატკივარი დაესწრება. ეპოქალური ივენთის გამართვის სამ სავარაუდო თარიღად, 24 ივლისი, 31 ივლისი და 7 აგვისტო სახელდება.

სხვა სტატიები